რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდებათ. ამის შესახებ TV4-ს რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „კოვიდ 19“-ზე ქალაქის მასშტაბით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 16%-ს საჭიროებიდან გამომდინარე, გამოიკვლევენ.
ვირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე ქალაქის მასშტაბით გადასულია სრულად ორი სკოლა, 10 სკოლაში კი ონლაინ ფორმატით სწავლას ცალკეული კლასები აგრძელებენ. რესურსცენტრის ცნობით, ჯამში კორონავირუსი რუსთავის მასშტაბით 4 პედაგოგს, რვა მოსწავლეს და ერთ მანდატურს აქვს დადასტურებული.