რუსთავის ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები განახლდა

რუსთავის ისტორიული ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები განახლდა.  გამოვლინდა გვიანბრინჯაო ხანისა და შუა საუკუნეების პერიოდით დათარიღებული არქეოლოგიური ფრაგმენტები.

რუსთავის მუზეუმის ხელმძღვანელის, ნაზი პაჭიკაშვილის განცხადებით, გათხრები მიზნად ისახავს, ციხის ჩრდილო დასავლეთ მონაკვეთის რესტავრაციისთვის მომზადებას.

შეგახსენებთ, რუსთავის ციხის კონსერვაცია-რეაბილიტაციის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ შეიმუშავა. ტერიტორიაზე იგეგმება ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.