რუსთავის ცხელების ცენტრში გუშინ მოთავსებულ 12 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს. ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, პაციენტებმა კლინიკა უკვე დატოვეს.
მისივე ცნობით, ცენტრში ამ დროისთვის 2 ახალი პაციენტია მოთავსებული. ორივე მათგანი რუსთავის მკვიდრია. მათი ტესტის პასუხი კორონავირუსზე 24 საათს განმავლობაში გახდება ცნობილი.