რუსთავის ცხელების ცენტრში კორონავირუსი ახალგაზრდა ქალს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია TV4-ს ცხელების ცენტრში დაუდასტურეს.
ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის განცხადებით, ინფიცირებული 30 წლამდე ქალია. ის უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. მანამდე კოვიდ19 მის ნათესავს დაუდასტურდა. კოვიდინფიცირებული ქალის ტესტის პასუხი გუშინ გვიან ღამით გახდა ცნობილი. პაციენტი ამ დროისთვის თბილისში კოვიდის მიმღებ ერთ-ერთ დაწესებულებაშია მოთავსებული.
რაც შეეხება ცხელების ცენტრის დანარჩენ 8 პაციენტს მათ კოვიდ19 არ დაუდასტურდათ. სამედიცინო დაწესებულება ყველა მათგანმა უკვე დატოვა.
ამ დროისთვის რუსთავის ცხელების ზონაში 5 პირია მოთავსებული. ექიმის განცხადებით, ხუთივე მათგანი რუსთაველია.