რუსთავის ცხელების ცენტრის ეპიდემიოლოგის მაია რაზმაძის ინფორმაციით, რუსთავის ცხელების ცენტრში დღეს კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
კოვიდინფიცირებულებიდან ერთი ახალგაზრდა რუსთაველი ქალია, მეორე კი ხანდაზმული 65 წლის ქალია, რომელიც წალკის მუნიციპალიტეტიდან გადმოიყვანეს. ორივე მათგანი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
ინფორმაციისთვის, კორონავირუსი არ დაუდასტურდა ცხელების ცენტრის 9 პაციენტს. ადგილობრივი ეპიდემიოლოგები ამ დროისთვის კიდევ 2 პირის ტესტის პასუხს ელოდებიან.