რუსთავის ცხელების ცენტრში კორონავირუსი ოთხ პაციენტს დაუდასტურდა, – ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრის ეპიდემიოლოგმა, მაია რაზმაძემ განუცხადა.
მისივე ცნობით, ოთხივე მათგანი “ანსამბლ” თუთარჩელას დადასტურებული კონტაქტია.
როგორც მაია რაზმაძემ აღნიშნა ამ დროისთვის რუსთავის ცხელების ცენტრში ახალი პაციენტი არ შეუყვანიათ.







