რუსთავის 23-ე ბაღის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსთავის 23-ე საბავშვო ბაღის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის განცხადებით, სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. თანამშრომლები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ეკა ხუციშვილის თქმით, ინფიცირების შემთხვევა რუსთავის სხვა საბავშვო ბაღში არ დაფიქსირებულა და სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რუსთავის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდა.