“რუსთავი” სუპერლიგის პირველ მატჩს გამართავს

 საკალათბურთო კლუბი “რუსთავი” ხვალ სუპერლიგის მიმდინარე სეზონზე პირველ მატჩს გამართავს.

 რუსთაველი კალათბურთელები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კლუბ “ვერას” დაუპირისპირდებიან. ეპიდვითარებიდან გამომდინარე, მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება და თამაშის ნახვა კლუბ “რუსთავის” ოფიციალური გვერდზე პირდაპირი ეთერით იქნება შესაძლებელი.