რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. როგორც TV4-ისთვის ხდება ცნობილი, შემთხვევა მე-19 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებულები კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, დაშავებულებს შორის ერთი 18 წლის გოგო, ხოლო ორი ოც წელზე მეტი ასაკის მამაკაცია. როგორც კლინიკაში აცხადებენ, სამივე დაშავებული კლინიკაში შეყვანის მომენტში გონზე იყო, მათ შესაბამიმსი გამოკვლევები უტარდებათ. 

TV4-დეტალებს არკვევს.