რუსთავში ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გაიხსნა

რუსთავში, ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერში საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელდების ბიუსტის გახსნის ცერემონია გაიმართა.

ბიუსტი, რომლის ავტორიც მოქანდაკე ვალერიან ჯიქიაა, ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერში, საზოგადოება ,,რუსთაველების” და რუსთავის მერიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განთავსდა.

ქვეყნის პირველი პრეზიდენტისა და ეროვნული გმირის ბიუსტი მხარისა და ქალაქის პირველმა პირებმა გახსნეს. 

საზოგადოება ,,რუსთაველების“ დამფუძნებლები, ,,ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

დღესვე, გამსახურდიას სახელობის სკვერში, რუსთავის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.