კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი რუსთავში 7-ით გაიზარდა და ბოლო 24 საათში, ქალაქში ვირუსის 47 ახალი შემთხვევა ფიქსრიდება. ამის შესახებ TV4-ს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, შემთხვევებიდან 31 გუშინ დადასტურდა, დღეს დილით გამოვლინდა 9, ხოლო ბოლო საათებში 7 ახალი შემთხვევა.
ამასთან, დავით ბეგაშვილის ცნობით, მიმდინარეობს ეპიდკვლევები , ახალი შემთხვევებიდან ზოგის ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის,ზოგი კი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.