რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

რუსთავში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის ინფიცირებულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა.  როგორც TV4-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს,  ახალი პაციენტების ნაწილი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან, ნაწილის ინფიცირების წყაროს კი ეპიდემიოლოგები იკვლევენ.  

ამასთან, დადასტურებული შემთხვევებიდან ოთხი ცხელების ზონის პაციენტია. ინფექციური  საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება კიდევ ექვსი პაციენტი, რომლებსაც ეპიდემიოლოგები გამოიკვლევენ. 

ცნობისთვის, რუსთავში 29 აგვისტოდან დღემდე კორონავირუსის 350-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 200-მდე პირი უკვე გამოჯანმრთელდა.