რუსთავში, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოება “რუსთაველების” წარმომადგენლები, მერაბ კოსტავას ოჯახის წევრები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ.
ბიუსტის ავტორი რუსთაველი მოქანდაკე ვალერ ჯიქიაა.
ეროვნული გმირის სკულპტურა კოსტავას გამზირის #1 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა. მერაბ კოსტავას ბიუსტის განთავსება რუსთავის მერიისა და საზოგადოება “რუსთაველების” ერთობლივი პროექტია.
აღსანიშნავია, რომ მერაბ კოსტავა 1964-1968 წლებში რუსთავის სამუსიკო სკოლაში მოღვაწეობდა. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წელში ქალაქის ცენტრალურ გამზირს მერაბ კოსტავას სახელი მიენიჭა.
რუსთავში მერაბ კოსტავას ბიუსტი გაიხსნა📢რუსთავში საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ბიუსტი გაიხსნა📢ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოება "რუსთაველების" წარმომადგენლები და მერაბ კოსტავას ოჯახის წევრები დაესწრნენ📢ბიუსტის ავტორი რუსთაველი მოქანდაკე ვალერი ჯიქიააhttps://bit.ly/2H0g3gA
Geplaatst door TV4.ge op Dinsdag 13 oktober 2020