რუსთავში კორონავირუსი პირველკლასელს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია TV4-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს.
ცენტში, ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ ინფორმაციას, თუ რომელი სკოლის მოსწავლეს დაუდასტურდა ვირუსული ინფექცია.
TV4-ის ინფორმაციითკ, “კოვიდ 19” რუსთავის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეს დაუდასტურდა.
ამასთან, ცნობილია მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლის ტესტის პასუხი, რომელიც კორონავირუსზე უარყოფითია. მეოთხე საჯარო სკოლის პირველკლასელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ვირუსით მოსწავლის მშობელია ინფიცირებული.