ტურნირი რუსთავის საჩოგბურთო კლუბისა და სტომატოლოგიური კლინიკების ქსელ “დენსის” ორგანიზებით ჩატარდება.
„მოყვარულ ჩოგბურთელთა საოჯახო ტურნირი“ 10-11 ოქტომბერს წყვილთა თანრიგში, ქალაქ რუსთავის საჩოგბურთო კორტებზე გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც რუსთავის, ასევე სხვა ქალაქებიდან ჩამოსული სტუმრები.
“იდეა ოჯახური ტურნირის შესახებ დაიბადა სულ რამდენიმე ხნის წინ რუსთავის კორტებზე. ყველას მიერ იქნა მოწონებული და ატაცებული და ხედავთ, რომ დღეს უკვე განხორიცლებულია ეს პროექტი. ის, ვისაც კი ჩოგბურთთან შეხება ჰონდა ოდესმე, დღეს კორტს დაუბრუნა და განაახლეს სპორტული აქტივობები.
საკმაოდ კარგი აჟიოტაჟი გამოიწვია ქალაქში და მიმდინარეობს უკვე სპორტული ჟინის დაკმაყოფილება, ანუ ადგილებზეც აქვთ პრეტენზია ოჯახებს,” – განაცხადა „დენსის“ დამფუძნებელმა გიორგი ქოჩიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიის ტურნირი რუსთავში პირველად ტარდება. ტურნირის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სიგელით, ხოლო გამარჯვებულები სიმბოლურ საჩუქრებს მიიღებენ.









