2020 წლის „მოყვარულ ჩოგბურთელთა საოჯახო ტურნირი“ დასრულდა.
ტურნირი რუსთავის საჩოგბურთო კლუბის და სტომატოლოგიური კლინიკების ქსელ “დენსის” ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიებაში როგორც რუსთავის, ასევე სხვა ქალაქების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
„მოყვარულ ჩოგბურთელთა საოჯახო ტურნირი” 10-11 ოქტომბერს წყვილთა თანრიგში, ქალაქ რუსთავის საჩოგბურთო კორტებზე გაიმართა.
სპორტულ ღონისძიებაში სხვადასხვა ოჯახის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ამასთან, ამ კატეგორიის ტურნირი რუსთავში პირველად ჩატარდა. ტურნირის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სიგელით, ხოლო გამარჯვებულ წყვილებს პრიზები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.