რუსთავში, ლეონიძის სკვერში, “ასოციაცია რუსთავველოს” ინიციატივით, ტრადიციული საბავშვო ველორბოლა მოეწყო. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას 70-მდე , 2-იდან 13 წლამდე ბავშვი იღებდა.
“დღეს ვატარებთ ევროპის კვირეულის ფარგლებში ველოგარბენს. ეს ღონისძიება უკვე ტრადიციულია, მესამედ ტარდება. გვყავს პატარა მონაწილეები 2-დან 13 წლამდე, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. მიუხედავად იმისა, რომ მსურველები ბევრი გვყავდა, პანდემიიდან გამომდინარე, 70-ზე მეტი მონაწილე ვერ დავუშვით,” – განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა, მაია აზარაშვილმა.
ველოგარბენში გამარჯვებულებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიების ორგანიზატორია ეროვნული ფედერაცია “სპორტი ყველასათვის”, ასევე, საქართველოს მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი.