მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს მეორე საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაციას მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ადასტურებენ.
მათივე ცნობით, მასწავლებელს „კოვიდ-19“ 15 ოქტომბერს დაუდგინდა. პედაგოგი თბილისელია და მარნეულში ქართულ ენას ასწავლის.