სადახლოში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სასაფლაოს ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს და რამდენიმე საფლავი დაზიანდა . ადგილზე იმყოფება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე და “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი.
როგორც ლაშა ლობჯანიძე აცხადებს, სამუშაოებს კერძო კომპანია აწარმოებს და მას სარგებლობისთვის 1500 კვმ მიწა აქვს გადაცემული. მისივე ცნობით, მუნიციპალიტეტი საკითხს მოიკვლევს და კერძო კომპანიასთან მიმართებაში გადაწყვეტილებას მიიღებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კერძო კომპანია სადახლოს გამშვებ პუნქტთან ბენზინგასამართ სადგურს აშენებს.









