სამართალდარღვევები ქვემო ქართლის რეგიონში

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებთან დაკავშირებით, 2020 წლის მეორე კვარტლის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

ქვემო ქართლის მასშტაბით აპრილის, მაისისა და ივნისის თვეებში სულ 34 227 სამართალდარღვევაა გამოვლენილი. როგორც ირკვევა, მძღოლები ძირითადად, ამკრძალავი ნიშნების მოთხოვნებს არ იცავენ. ასევე ჯარიმდებიან სიჩქარის გადაჭარბების გამო.

ტრანსპორტით ბავშვთა გადაყვანის დროს გამოვლენილი კანონდარღვევებიც საკმაოდ ხშირია. ჯარიმდებიან ასევე უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობაზე და ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვაზე. ხშირია მძღოლის მიერ მობილური ტელეფონის გამოყენების ფაქტები. რაც შეეხება ქვეეყნის მასშტაბით გამოვლენილ სამართალდარღვევებს, ქვეყანაში ჯამში 550 506 საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა ფიქსირდება.