სამეგრელოში თხილით დატვირთული მიკროავტობუსი გაიტაცეს

ხობი-ფოთის გზაზე უცნობმა პირებმა მიკროავტობუსი გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს სამი შეიარაღებული პირი იმ დროს დახვდა, როცა მძღოლს ზუგდიდში  თხილის გული გადაჰქონდა. 

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, საქმე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა.

როგორც ცნობილი ხდება, მიკროავტობუსში ორი პირი იმყოფებოდა, რომლებიც ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.