სამშვიდობო მისიების დროს გარდაცვლილი ჯარისკაცების მემორიალური დაფა რუსთავში

 რუსთავში დიდების ხეივანში, საზოგადოება “რუსთაველი გმირის ინიციატივით” ერაყსა და ავღანეთში სამშვიდობო მისიების დროს გარდაცვლილი ჯარისკაცების მემორიალური დაფა ეწყობა.

მოქანდაკე ვალერი ჯიქიას განცხადებით, მონუმენტზე დატანილ ქვაზე დაღუპული მეომრების სახელობის 38 ჟეტონი მოთავსდა. ინიციატორი ვიცე-პოლკოვნიკი ილია ჩანადირი და მისი მეგობარი სამხედრო პირები არიან.

ვალერი ჯიქიას ინფორმაციით, მწვანე დიაბაზის ქვა დარიალის ხეობიდან, კერძოდ დევდარაკის მყინვარიდან არის ჩამოტანილი. მონუმენტის დამზადებისას 200 ათასი გილზაა გამოყენებული.

მონუმენტზე დატანილი 38 ჟეტონიდან 3 ამერიკელ, ხოლო 35 ქართველ მეომრებს ეკუთვნით. სამშვიდობო მისიებში გარდაცვლილი ჯარისკაცებიდან 4 რუსთაველია, რომელთაგან 1 ერაყში, ხოლო 3 ავღანეთში გარდაიცვალა.

 
 
 
 
 
 
 
Aa