საპატრიარქო: ღვთისმსახურებისას მრევლს პირბადე უნდა ეკეთოს

საქართველოს საპატრიარქომ მღვდლებს SMS შეტყობინება გაუგზავნა. ორგანიზაცია მღვდელმსახურებს მოუწოდებს ხელი შეუწყონ ტაძრებში დისტანციის დაცვასა და პირბადის ტარებას. ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ  ფეისბუქზე გაავრცელა.

SMS შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ყოველი წირვის შემდეგ საჭიროა დეზინფექციის ჩატარება.