გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ადგილობრივების განცხადებით, მუღანლოს დასახლებაში გზის ინფრასტრუქტურა უკვე ათეული წლებია მოუწესრიგებელია. 2 კილომეტრიანი ახალი მონაკვეთი დასახლებას ცენტრალურ მაგისტრალთან დააკავშირებს.
“აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ელენდელი. პროექტის ღირებულება შეადგენს 629 000 ლარს, ხოლო სამუშაოები დასრულდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში”- განაცხადა გარდაბნის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ჟღენტმა.