სასწრაფოს ექიმებს ტესტირება ყოველ მესამე დღეს ჩაუტარდებათ

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს კორონავირუსზე ტესტირება ყოველ 72 საათში ჩაუტარდებათ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს ექიმების დაცვისა და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებში, რომლებიც ყველაზე მჭიდრო კონტაქტში არიან, როგორც გამოვლენის, ასევე დიაგნოზის დადგენის პერიოდში, ტესტირება, რომელიც ორ კვირაში ერთხელ ტარდება ექიმების ჯგუფში, მათთან მიმართებაში შევამციროთ ეს დრო და ყოველ 72 საათში მოხდეს მათი ტესტირება.

ვთვლით, რომ ეს დაგვეხმარება როგორც სამედიცინო პერსონალის დაცვაში, ასევე ინფექციის გავრცელების პრევენციაში”, – განაცხადა ტიკარაძემ.