საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად კიდევ შვიდი პაციენტი გარდაიცვალა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით შვიდი პაციენტი აჭარასა და თბილისში გარდაიცვალა.
მისივე თქმით, პაციენტებს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.
„საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილების საერთო რაოდენობა არის 109. გუშინ გარდაიცვალა შვიდი პაციენტი აჭარასა და თბილისში. ამ პაციენტების ასაკობრივი განაწილება არის 66 წლიდან 90 წლამდე, მათგან ოთხი ქალბატონი და სამი მამაკაცია. რა თქმა უნდა, ძირითადად, ამ პაციენტების გარდაცვალების მიზეზი თანხლები დაავადებები იყო“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 109-ს შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 1 3521 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 292 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 7 159-ს შეადგენს.