საქართველოში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 285-დე გაიზარდა.
საქართველოში კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 37 263 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 906 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 19 810-ს შეადგენს.