საქართველოში ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს

5 ოქტომბერს, საქართველოში გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 6-8 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში დათბება და ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში 5-7 ოქტომბერს მოსალოდნელია მცირე ნალექი და ნისლი.

მაღალმთიან ზონაში ღამის საათებში შესაძლოა თოვლჭყაპიც იყოს. ჰაერის ტემპერატურა ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 8 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.