საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნები არის მოწყობილი, 28, 29 და 30 ოქტომბერს სწავლა დისტანციური მოდელით გაგრძელდება.
მისივე ინფორმაციით, დროებით დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მიზეზი, არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოებია.
“იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო, მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს, დროებით გადავლენ დისტანციურ რეჟიმში. ეს არის დროებითი”,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
საპარლემანტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება.