სტარტაპ იდეების კონკურსის ოთხი გამარჯვებული ცნობილია

რუსთავის ინოვაციების ჰაბის ახალგაზრდული სტარტაპ იდეების კონკურსი დასრულდა. ჟიურის გადაწყვეტილებით, დაფინანსებას სამის ნაცვლად, ოთხი იდეა მიიღებს. 

ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელის, რევაზ ბარბაქაძის განცხადებით, ჟიურიმ გადაწყვეტილება შეცვალა და იდეების საინტერესო შინაარსის გამო, ოთხი იდეის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო. 

მისივე ინფორმაციით, იდეები ავტოსამრეცხაოებისთვის ელექტრონული მართვის სისტემის ახალი მოდელის მოწყობას, ქალაქში არსებული სერვისების გაუმჯობესებას და სათბურების მართვის მოწყობილობების შექმნას ითვალისწინებს. 

თითოეული გამარჯვებული ინოვაციების ჰაბისგან 8 000 ლარის კონტრიბუციას მიღებს. თანხის ნაწილს კონკურსანტები სხვადახვა წყაროებიდან მოიძიებენ.