ჯანდაცვის მინისტრის, ეკატრეინე ტიკარაძის განცხადებით, საავადმყოფოების გადანაწილება იქნება გეოგრაფიულად თანაბარი და ის არ იქნება ლოკალიზებული მხოლოდ თბილისში
როგორც მინისტრი აცხადებს, ყურადღება მახვილდება კოვიდინფექციის გეოგრაფიულ გადანაწილებაზე და სწორედ ამის მიხედვით ხდება კლინიკების კოვიდმართვის სისტემაში დამატება.
„მსგავსი ინფექციის მართვის კომპონენტში მნიშვნელოვანია, რომ პაციენტების ლოკალიზება და განთავსება ხდება რეგიონში პაციენტის უსაფრთხოებიდან გამომდინარე და ასევე, პერსონალიდან გამომდინარე, რომელსაც ხშირ შემთხვევაში უწევს პაციენტის გადაყვანა სხვადასხვა რეგიონიდან ცენტრალიზებულად, ამ შემთხვევაში, ისინი პაციენტთან ერთად ატარებენ დახურულ სივრცეში ოთხ საათს შესაბამისი ეკიპირებით, მაგრამ ეს შეიცავს ძალიან დიდი რისკებს. ამიტომ, გადანაწილება იქნება აუცილებლად თანაბარი და ეს ყველაფერი გეგმაშია გაწერილი“, – განაცხადა ტიკარაძემ.