დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ უცხოეთიდან შემოსულ მოქალაქეებს 8-დღიანი საკარანტინო პერიოდის ამოწურვის შემდეგ, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტი ჩაუტარდებათ.
როგორც მან აღნიშნა, PCR ტესტის ჩატარება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სწრაფი ტესტის პასუხი საეჭვო იქნება.
“კარანტინში უცხოეთიდან შემოსული ადამიანებზე იცით, რომ მოქმედებს მერვე დღეს ტესტირების პროტოკოლი და მერვე დღეს დაშვებული იქნა უკვე საკმაოდ მაღალი ხარისხის ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები.
ეს ხალხი რომ არ დაყოვნდეს დიდი ხნის განმავლობაში, მათ შეიძლება ჩაუტარდეთ სწრაფი ტესტი ანტიგენით და თუ უარყოფითი იქნება, რა თქმა უნდა, ისინი თავისუფლდებიან, თუ არის საეჭვო ტესტი პასუხი, მაშინ რა თქმა უნდა, ტარდება PCR ტესტირება”, – განაცხადა გამყრელიძემ.