ყვარელში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

მოტოციკლი სატვირთო მანქანას შეეჯახა. ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და კრიმინალისტური სამსახური.