შსს: ზუგდიდში საქართველოს ბანკი კიდევ ორმა მძევალმა დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის შენობა კიდევ ორმა ადამიანმა დატოვა. შენობაში ამ დრომდე იმყოფება ტერორისტი, რომელიც შეიარაღებულია და ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვს. 

ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალს თავს დაესხნენ.თავდამსხმელებს შენობაში ბანკის თანამშრომლები ჰყვათ, რომლებსაც არ უშვებენ.  ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.