შსს-მ ქობულეთში ბანკის ინკასატორის მძარცველი დააკავა

შსს-ის ცნობით, დააკავეს კაცი, რომელმაც ქობულეთში ინკასატორი გაძარცვა.

დანაშაული 22 ოქტომბერს მოხდა – კაცი ქობულეთში, “საქართველოს ბანკის” სერვისცენტრის მიმდებარედ, თავს დაესხა შპს “დაირექტ დებიტ ჯორჯიას” ინკასატორს, რომელსაც ამავე კომპანიის კუთვნილი – 55 000-მდე ლარი გამოსძალა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის შედეგად ნაძარცვი თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება 178-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.