შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი, 51 წლის ბ.ჯ. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ცხელების ცენტრში კორონავირუსით გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს დაუდასტურდა, რის შემდეგაც ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მას თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა: ფილტვების პნევმონია, გულის იშემიური დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი.
“გარდაცვლილი რეგულაციების სრული დაცვით გადასვენებულია და დაიკრძალება დადგენილი ვადების შესაბამისად. შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ასევე თანამშრომლებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 508 ადამიანს დაუდგინდა, 348 გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა