შშმ პირთა ცენტრში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრში საზოგადოება „რუსთაველების“ ინიციატივით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს საზოგადოება „რუსთაველების“ წარმომადგენლები დღეს ადგილზე გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში ცენტრის მთლიან პერიმეტრზე შეიცვალა ღობე, დაირგო მწვანე ნარგავები, მოეწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ადაპტირებული მულტიფუნქციური სათამაშო მოედანი.