ქალაქში ვანდალიზმის პრევენციის მიზნით, რუსთავის მერიის “რუსთავსერვის ცენტრის” ინიციატივით, “ჩიკაგოს” სკვერში ვიდეო კამერები დამონტაჟდება.
როგორც “რუსთავსერვის ცენტრში” აცხადებენ, ქალაქში კამერები რამდენიმე ლოკაციაზე დამონტაჟდება.
სამსახურის წარმომადგენლი, ზვიად ქარჩავა მოქალაქეებს მოუწოდებს გაუფრთხილდნენ ქალაქის იერსახეს. მისივე თქმით, სამოქალაქო პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია, რათა სარეკრეაციო სივრცეების პირვანდელი სახე შენარჩუნდეს.