ცესკო: ზარების მიღება ამ წუთებშიც მიმდინარეობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ და გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურებისკენ მოუწოდებს.

გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა დღეს, 27 ოქტომბრის 14:00 საათზე იწურება. მოთხოვნისთვის საჭიროა დარეკვა ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში, ნომერზე 2-51-00-51 (0).

ცესკოში ამბობენ, რომ ზარების მიღება ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში.

ინფორმაციისთვის, გუშინ  ცესკომ თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა გაახანგრძლივა. იქამდე, ყუთის მოთხოვნა 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე იყო შესაძლებელი.

კორონავირუსით ინფიცირებულებისა და იზოლაციაში მყოფი პირებისთვის ხმის მიცემის გადასატანი ყუთით შესაძლებლობის შესახებ ცესკომ 19 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება.