ცხელების ცენტრის ხუთ პაციენტს “კოვიდ-19” დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრში კორონავირუსი ხუთ პაციენტს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ხუთი ახალი შემთხვევიდან სამი რუსთაველია, ორი პაციენტი ცხელების ზონაში თბილისიდან გადმოიყვანეს.  

როგორც ცხელების ზონაში TV4-ს განუცხადეს, პაციენტების ასაკი 30-იდან 70 წლამდე მერყეობს და ისინი კოვიდის მიმღებ დაწესებულებებში გააგრძელებენ მკურნალობას. 

ამასთან, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კიდევ ხუთი პაციენტი რჩება, რომლებსაც “კოვიდ 19″-ზე ტესტი ჩაუტარდებათ და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.