ცხელების ცენტრში კორონავირუსი რუსთაველ ქალს დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრში კორონავირუსი 90 წლამდე რუსთაველ ქალს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტვ4-ს რუსთავის ცხელების ცენტრში განუცხადეს.

ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, ინფიცირებული ქალი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. მანამდე კოვიდ19 ასაკოვანი ქალის მეზობელს დაუდასტურდა. ექიმის ცნობით,  კარანტინში იმყოფებოდნენ ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრები. 

როგორც მაია რაზმაძემ აღნიშნა, კოვიდინფიცირებული რუსთაველი ქალი ამ დროისთვის ცხელების ზონიდან თბილისში კოვიდის მიმღებ სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ. 

ამ დროისთვის რუსთავის ცხელების ცენტრში 5 პაციენტია მოთავსებული. ხუთივე მათგანი რუსთაველია. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა ბინიდან ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. პაციენტებს ბიოლოგიური საკვლევი ნიმუშები უკვე აუღეს. პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.