UPDATE: რუსთავის ცხელების ცენტრში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია, ერთი ანსამბლ “თუთარჩელას” წევრის კონტაქტია, ხოლო ერთის ინფიცირება “ვითიბი ბანკის” რუსთავის ფილიალის კლასტერს უკავშირდება.
ცენტრში ამ დროისთვის 6 ახალი პაციენტია მოთავსებული, რომელთა პასუხები “კოვიდ19”-ზე 24 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.
თავდაპირველად, ცხელების ცენტრში განგვიცხადეს რომ კორონაირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა როგორც მოგვიანებით თავად დააზუსტეს, კორონავირუსი ცენტრის 3 პაციენტს დაუდასტურდა.