რუსთავის ცხელების ცენტრში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, ინფიცირებულებიდან 3 დედაქალაქიდან არის შემოტანილი.
ცენტრში ამ დროისთვის 3 ახალი პაციენტია მოთავსებული, რომელთა პასუხები “კოვიდ19”-ზე 24 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.