წალკის მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირებით მეორე ადამიანი გარდაიცვალა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 65 წლის ქალს კორონავირუსთან ერთად სხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.
კოვიდინფიცირებული წალკის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.
იგი ვირუსის დადასტურებიდან მეთორმეტე დღეს ფილტვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1872 შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 89 ქვემო ქართლის რეგიონში გამოვლინდა.