წალკაში ახალზელანდიელების ოჯახი დააყაჩაღეს

წალკის მუნიციპალიტეტში ახალზელანდიელების ოჯახი დააყაჩაღეს. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. როგორც ცნობილი ხდება, ოჯახი წალკაში რამდენიმე  წელია ცხოვრობს. 

ამასთან, როგორც ფეისბუქში ვრცელდება ინფორმაცია, უცნობმა პირებმა ოჯახის წევრები დააბეს, ხოლო მანქანა, ტელეფონები და ფული თან წაიღეს. 

“SOS!

წალკის რაიონში რამდენიმე წელია ახალზელანდიელების ოჯახი ცხოვრობს. მეურნეობა დაიწყეს, სასტუმროს მშენებლობა – მოკლედ, ინვესტირება მოახდინეს და დიდი გეგმები ქონდათ…
დაახ. საათნახევრის წინ დააყაჩაღეს, როგორც ვიცი ცოლი, შვილები დააბეს, მანქანა, ტელეფონები, ფული წაართვეს…
მოკლედ, ძალიან ცუდი ამბავია, დროზეა საჭირო რეაგირება!
პ.ს. ერთადერთი საშუალება არის მაქსიმალური გასაჯაროება და საზოგადოებრივი კონსოლიდაცია კრიმინალის წინააღმდეგ – სხვა გზას ვერ ვხედავ. 
შსს უკვე ინფორმირებულია”-
წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.