წალკაში კორონავირუსისგან 14 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
დღეს ეპიდემიოლოგები კიდევ 15 პირს გამოიკვლევენ, რომელთა შორის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები და უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.
როგორც წალკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში TV4-ს განუცხადეს, მუნიციპალიტეტში ჯამში კორონავირუსის 27 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც ორი ადამიანი გარდაიცვალა, 11 პაციენტი მკურნალობას კოვიდის მიმღებდ დაწესებულებებში აგრძელებს.