წალკაში კორონავირუსისგან 14 ადამიანი გამოჯანმრთელდა

წალკაში კორონავირუსისგან 14 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

დღეს ეპიდემიოლოგები კიდევ 15 პირს გამოიკვლევენ, რომელთა შორის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები და უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.

როგორც წალკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში TV4-ს განუცხადეს, მუნიციპალიტეტში ჯამში კორონავირუსის 27 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც ორი ადამიანი გარდაიცვალა, 11 პაციენტი მკურნალობას კოვიდის მიმღებდ დაწესებულებებში აგრძელებს.