წალკის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ TV4-ს წალკის ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს. მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებული 65 წლის ქალია, რომელიც გუშინ დაინფიცირებული ასაკოვანი მამაკაცის მეუღლეა.
როგორც ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, წალკაში კორონავირუსზე ტესტის პასუხს 50 ადამიანი ელოდება.
წალკაში ამ დრომდე კორონავირუსის 9 შემთხვევა დადასტურდა.