წალკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ TV4-ს წალკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მანანა მირაშვილმა განუცხადა.
როგორც მირაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე წალკაში ღრმა ეპიდკველევები მიმდინარეობს. ჯამში წალკაში კორონავირუსი შვიდ პირს აქვს დადასტურებული.
ცნობისთვის, წალკაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა პირველ ოქტომბერს 46 წლის ქალს დაუდასტურდა, რომელსაც ბათუმში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.