წალკაში კორონავირუსი ასაკოვან მამაკაცს დაუდასტურდა, – ამის შესახებ TV4-ს წალკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
კოვიდინფიცირებულს თანმხლები ქრონიკული დაავადებები აქვს და ამ დროისთვის მარნეულის კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ინფიცირება აჭარაში მოგზაურობას უკავშირდება.
სულ მოძიებულია კოვიდინფიცირებულის 4 კონტაქტი. ინფორმაციისთვის, წალკის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის სულ 8 შემთხვევაა დაფიქსირებული. მოძიებულია კოვიდინფიცირებულების 44 კონტაქტი და ისინი ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფებიან.